Wednesday, November 2, 2016


ა/წლის 03 ოქტომბერს  სსიპ ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლაში  მოეწყო  პროექტ ,,სამართლის ქალაქის“  გახსნითი ღონისძიება. 

     პროექტის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა მიქავამ   შეხვედრის პირველ დღეს ფართო საზოგადოებას გააცნო პროექტის იდეა, მიზნები და ამოცანები.
     პროექტის  ფარგლებში ღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ სსიპ ქალაქ თბილისის N132 საჯარო სკოლის IX-X კლასის  მოსწავლეები (პროექტის ბენეფიციარები) და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. 
     ღონისძიებას სტუმრობდნენ საპატიო სტუმრებიც:       ლიკა კობალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, თორნიკე დარჯანია - წიგნის  ,,სამართლის ქალაქის“ თანაავტორი, ეკატერინე მელიქიშვილი - საქართველოს  პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის  წამყვანი სპეციალისტი.


    პროექტს აფინანსებს ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.